,,ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016796
23
30/05/2025
ვებგვერდი, 03/06/2025
010250050.35.137.016796
,,ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2025 წლის 30 მაისი

დაბა ადიგენი

 

,,ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 თებერვლის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის  6 თებერვლის  №25 დადგენილებაში   (www.matsne.gov.ge, 13/02/2018  010250050.35.137.016375) კერძოდ:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს   დებულების დამტკიცების შესახებ

ბ) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს :“

გ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1

„დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება დანართის შესაბამისად“.

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი



დანართი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს  დებულება

მუხლი 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური  საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის საკრებულოს  სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განიხილავს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ფაქტის ადგილზე გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

2. საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

მუხლი 2. საბჭოს ძირითადი ამოცანები

1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეროვნული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით შეიმუშაოს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია;

ბ) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) განიხილოს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებული მუნიციპალური პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები;

დ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შესრულებული ან მიმდინარე მუშაობის მონიტორინგი და შეფასება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის თვალსაზრისით;

ე) უზრუნველყოს საკრებულოში ინიცირებული ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

ვ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისთვის;

ზ) ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან, მიაწოდოს მათ შესაბამისი ინფორმაცია და წინადადებები, მონაწილეობა მიიღოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებში;

თ) გამოითხოვოს და მიიღოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტაციისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) განიხილოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

კ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის შესწავლისა დ განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;

ლ) საბჭოს  საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;

მ) ითანამშრომლოს ქალთა ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ნ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საბჭო:

ა) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს მუნიციპალიტეტი სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში.

3. საბჭოს ყოველწლიური ანგარიში ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, ასევე ეგზავნება საქართველოს პარლამენტის თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათშორის საბჭოს.

მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა

1. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერიაში გადაწყვეტილების მიმღები პირები, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეები, მუნიციპალიტეტის მერიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში) ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენელი.

2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე.

3. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი.

4. საბჭოს სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. საბჭოს წევრებად გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისა, საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოიწვევა საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისადმი მათი  მიმართვის საფუძველზე.

6. საბჭოს სხდომაზე ცალკეულ საკითხების განხილვისას. საბჭოს თავმჯდომარის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნეს მერიის თანამდებობის პირები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ექსპერტები და სპეციალისტები.

მუხლი 4. საბჭოს სხდომა

1. საბჭოს სხდომას 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით.

2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.

3. საბჭოს სხდომის მოწვევის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს სხდომა ღია და საჯაროა. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომის ჩატარების დრო და ადგილი უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც.

5. საბჭოს სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ სხდომის დაწყებამდე 2 დღით ადრე მაინც უნდა მიმართოს საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოყოს ერთი წარმომადგენელი საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად.

6. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკრებულოსა და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისათვის წარსადგენად და იღებს გადაწყვეტილებებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე.

7. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის უფლება აქვს სხდომაში მონაწილე ყველა პირს. ყველა წარდგენილი წინადადება და რეკომენდაცია შეიტანება საბჭოს სხდომის ოქმში. განსახილველ საკითხებზე წინადადებები და რეკომენდაციები შეიძლება შემოტანილ იქნეს წერილობით ფორმით. ასეთი სახით შემოსულ წინადადებებს და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე აცნობს სხდომის მონაწილეებს და იგი დაერთვება სხდომის ოქმს.

8. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა, განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

11. საბჭოს სხდომის ოქმში შეტანილი წინადადებები და რეკომენდაციები ეგზავნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც ვალდებულნი არიან 1 თვის ვადაში განიხილონ მიღებული წინადადებები და რეკომენდაციები,  მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობონ საბჭოს.

მუხლი 5. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.