დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73-ორგ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 16/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 21/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/06/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.20.013.008.794 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.20.013.008.794
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №73-ორგ
2006 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის №38 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №50, 24.05.02 წ., მუხ. 471) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამო-ღებული იქნეს ,,დ“ ქვეპუნქტი – ,,დაცვის სამსახური“.
2. რეგლამენტის მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,2. საკონტროლო-სარევიზიო საქმიანობით დაკავებულ მოხელეებს – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატის თავმჯდომარეთა მოადგილეებს, პალატის სარევიზიო დეპარტამენტების უფროსების მოადგილეებს, სამმართველოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, მთავარ კონტროლიორებს, წამყვან კონტროლიორებს, კონტროლიორებს, გენერალური ინსპექციის მთავარ ინსპექტორებს, წამყვან ინსპექტორებს, ინსპექტორებს, იურიდიული სამსახურის მთავარ იურისტ-კონტროლიორებს, წამყვან იურისტ-კონტროლიორებს და იურისტ-კონტროლიორებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ორი წლის სტაჟი და გავლილი ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ტესტირება“.
ბ) ,,4. რევიზია-შემოწმების ხანგრძლივობა, როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, სარევიზიო პერიოდის ხანგრძლივობისა და ობიექტის სირთულის გათვალისწინებით, რევიზია-შემოწმების ვადას 30 კალენდარული დღით აგრძელებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. განსაკუთ-რებული აუცილებლობის შემთხვევაში, რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელების შესახებ თანხმობის გაცემის თხოვნით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატებისა და საქართველოს კონტროლის პალატის სარევიზიო სტრუქუტურული ერთეულების ხელმძღვანელები მოტივირებული მოხსენებითი ბარათით მიმართავენ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმს რევიზიის მიმდინარე ვადის ამოწურვამდე არანაკლებ ათი კალენდარული დღით ადრე. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას რევიზია-შემოწმების ვადის კიდევ 30 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. რევიზიის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე“.
მუხლი 2
ბრძანება გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქურულ ერთეულებს, კონტროლის პალატებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში.
მუხლი 3
ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 30 ივნისიდან.
მუხლი 4
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ი. მესხია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები