დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.124.605868 |
14
30/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010250020.35.124.605868
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურიდან რეისის გასვლა სავალდებულო არ არის მხოლოდ წითელხევის ადმინისტრაციულ ერთეულში.
|
| მუხლი 2 |
მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 1 (ერთი) ერთეული ავტოსადგურის განთავსება –
ქ. ბაღდათის ადმინისტრაციულ ერთეულში.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები