„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017366
79
16/06/2025
ვებგვერდი, 17/06/2025
120000000.22.026.017366
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №79 

2025 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 11 თებერვლის №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/02/2025, სარეგისტრაციო კოდი 120000000.22.026.017291) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების შინაგანაწესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული სამუშაო განრიგი არ გამოიყენება და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს ეზღუდება ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილის დატოვება, როდესაც:

ა) ამ შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგენილია არანორმირებული სამუშაო დრო, ამასთან, სამხედრო სწავლებებისა და საბრძოლო მომზადების მიმდინარეობისას სამუშაო დროის ხანგრძლივობა და დროებით დათხოვნაში წასვლის საკითხი რეგულირდება შესაბამისი საბრძოლო მომზადების პროგრამით;

ბ) სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დასვენების უფლების შეზღუდვა აქვს დაკისრებული.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის . ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის . ქვეპუნქტი:

„ვ.გ) მსმენელების მიმართ, სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის გადაწყვეტილებით;“.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ე) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ქვედანაყოფებში ჩარიცხული მსმენელების მიმართ, სასწავლო პროგრამის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი