დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილების დანართ №1-ში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.156.016555 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილების დანართ №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილების (www.matsne.gov.ge 14/12/2021, 010250050.35.156.016426) №1 დანართში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: 1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და დამტკიცება;“. 2. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“. 3. VI თავის 35-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საბჭოს შექმნის წესი, შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება ქალთა და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო.“ მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები