ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.016488
17
29/05/2025
ვებგვერდი, 30/05/2025
010250020.35.106.016488
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2025 წლის 29 მაისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და კ2 ქვეპუნქტების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ ხობის ტერიტორიაზე განთავსდეს 1 (ერთი) ავტოსადგური.
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე



დანართი 

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ  დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო  არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

1. ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზუბი;

2. ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი გაშფერდი;

3. ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ახალსოფელი;

4.  ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი საალანიო – საფაჩულიო;

5. თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი თორსა;

6. პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი პატარა ფოთი;

7. პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი საკვიკვინიო;

8. საგვიჩიოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი საგვიჩიო;

9. საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზენი;

10. ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი  ბულიში;

11. ყულევის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ყულევი;

12. შავღელეს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი შავღელე;

13. ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ძველი ხიბულა.