„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.138.016570
13
30/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010250040.35.138.016570
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2025 წლის 30 მაისი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დოკუმენტის ნომერი 428-IIმს-XIმპ, ვებგვერდი, 04/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.102559)შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge. თარიღი, 16/11/2017წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.138.016280) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1.

მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ   ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის  უზრუნველსაყოფად ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება, მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;’’.

2. VI თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VI

მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“

 

3. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 35. მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო

 

1. მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობის ხელშეწყობისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ ექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთანოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საკრებულო ქმნის  მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს.

2. მუნიციპალიტეტის  ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო.“.

4. 36-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე