დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეყწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 478 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 21/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.050.000.22.023.008.791 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.008.791
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №478
2006 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის დებულებაში (სსმ III, 17.01.2006, №6, მუხ. 47) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც, მისივე წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.”;
ბ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების და მოადგილეების (მათი არსებობის შემთხვევაში) კანდიდატურებს”;
გ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპრატის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს”;
დ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,რ” და ,,ს” ქვეპუნქტები:
,,რ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად შექმნილი დაცული ტერიტორიების დირექციების დირექტორის მოადგილეებს;
ს) ითანხმებს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამშრომლების კანდიდატურებს”;
ე) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის დროს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის განვითარების, დაგეგმვის სამმართველოებისა და დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საქმიანობაზე, მათ მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის წინაშე.”;
ვ) დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტები:
ვ) დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ზ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ნომენკლატურის ფარგლებში ბრძანებების პროექტების მომზადება როგორც თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების და დაწინაურების, ასევე მათი წახალისება-დაჯილდოებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დადების შესახებ;
თ) შრომითი დისციპლინის კონტროლი, რეკომენდაციების შემუშავება, ზომების მიღება-დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენის თავიდან ასაცილებლად;
ი) დაცული ტერიტორიების მცველების (რეინჯერი) კვალიფიკაციის ამაღლებისა და წვრთნის საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები