სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/1840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 16/05/2025
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.017013
2/2/1840
16/05/2025
ვებგვერდი, 30/05/2025
000000000.00.000.017013
სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/2/1840

 2025 წლის 16 მაისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ;

ირინე იმერლიშვილიწევრი ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : ) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 ნაწილის მე -2 წინადადებისა დაქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

I
აღწერილობითი ნაწილი

 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1840) მომართეს სიმონ ბულბულაშვილმა და მამუკა სახიაშვილმა . №1840 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , გადმოეცა 2024 წლის 12 სექტემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 16 მაისს .

2. №1840 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 31- მუხლი , 311 მუხლი და 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი .

3. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების მიხედვით , „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის /აქტების გაცნობაზე , გაცნობად ჩაითვლება აქტის /აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება “. ამავე მუხლის 11 ნაწილის მე -2 წინადადებისა დაქვეპუნქტის თანახმად , „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე , სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება : ) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება “. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადების შესაბამისად , „ამასთანავე , სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში “.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება , ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება .

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , ერთ -ერთ მოსარჩელეს , მამუკა სახიაშვილს , 2022 წლის 16 აგვისტოს , ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით , ჩაჰბარდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება , კერძოდ , ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის ბრძანება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შესახებ , თუმცა საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 ნაწილით დადგენილი აქტის ჩაბარების წესიდან გამომდინარე , მას ამ ბრძანების გაცნობის რეალური შესაძლებლობა არ მისცემია . ამავდროულად , მოსარჩელის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით , დაიწყო ქონების დემონტაჟი . არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში , მოსარჩელის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტების გასაჩივრება კი , არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს , რაც , ფაქტობრივად , აზრს უკარგავს გასაჩივრების უფლებით სარგებლობას .

6. მეორე მოსარჩელის , სიმონ ბულბულაშვილის, მიმართ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოიცა სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება , რომლის მიხედვითაც , მოსარჩელე ვალდებულია , მოახდინოს კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი . აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში , შემდგომ კი , ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში . გასაჩივრების მიუხედავად , მოსარჩელეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადება ავალდებულებს შესაბამისი კონსტრუქციების დემონტაჟის გაგრძელებას , რაც ილუზორულს ხდის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას .

7. საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 მუხლთან მიმართებით , მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ ხშირ შემთხვევაში , აქტის ადრესატი შესაძლოა , არ ცხოვრობდეს რეგისტრირებულ მისამართზე ან იმყოფებოდეს საზღვარგარეთ , რის გამოც , იგი პირადად ვერ ჩაიბარებს საჩივრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას . მსგავს პირობებში , გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება არ უნდა იქნეს დანახული ჩაბარების საპირწონე ალტერნატივად , ვინაიდან თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული აქტი შესაძლოა , სხვადასხვა მიზეზით , მარტივად დაიკარგოს ან ისე განადგურდეს , რომ მისი გაცნობა ადრესატმა ვერც მოახერხოს . აქედან გამომდინარე , სანამ ჩაბარების დასახელებულ ხერხს მიმართავს , ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო ზომა , რათა შეძლოს დაინტერესებულ პირთან დაკავშირება და აქტის პირადად გაცნობა , ხოლო მისი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დანახული უნდა იყოს როგორც აქტის ჩაბარების უკიდურესი ზომა . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ არსებული მოწესრიგების ფარგლებში დაინტერესებული პირისათვის აქტის ჩაბარება არ ხდება სათანადო წესითა და პროცედურული გარანტიების დაცვით , რის გამოც საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 მუხლი არღვევს პირის უფლებას , ისარგებლოს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებით .

8. მოსარჩელე მხარის პოზიციით , სადავო ნორმა , რომლის მიხედვითაც , აქტის გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების აღსრულებას შენობის დემონტაჟის ან მშენებლობის ნაწილში , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტს . მოსარჩელე მხარის მოსაზრებით , აღსრულების არშეჩერება არაპროპორციული ღონისძიებაა იმ საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად , როგორიც საქმისწარმოების შეუფერხებლად განხორციელებაა . მშენებლობის და დემონტაჟის ნაწილში აღსრულების შეუჩერებლობით , პრაქტიკულად , აზრი ეკარგება გასაჩივრების უფლებას . ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი , გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი ხდება , რადგან დავის საგანი , დემონტაჟის გამო , აღარ არსებობს . შესაბამისად , თუ არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმი , თავად უფლებით სარგებლობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ . ამ კონტექსტში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმიდან არ იკითხება დაუყოვნებლივი აღსრულების მიზეზებიც . შესაბამისად , დავის საგნის არარსებობის გამო , ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ არის ეფექტიანი და აზრს მოკლებული ხდება ასეთი აქტის სასამართლოში გასაჩივრებაც .

9. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დადგენილების დაუყოვნებლივი აღსრულების შედეგზე , კერძოდ , ასეთმა ქმედებამ შესაძლოა , გამოიწვიოს ისეთი ფუნდამენტური უფლების ხელყოფა , როგორიც საცხოვრებლის უფლებაა . მოსარჩელე მხარის მოსაზრებით , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს , რომ მშენებლობის დემონტაჟი არის ექსტრემალური , უკიდურესი ფორმით უფლებაში ჩარევის გამოხატულება . გასაჩივრების უფლება , რომელიც ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს აღსრულების შეჩერებას , იწვევს შეუქცევად ზიანს , რაც შეუძლებელს ხდის პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც . სწორედ ამიტომ , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადება , რომლის მიხედვითაც , „ამასთანავე , სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში “, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

10. მოსარჩელეები , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე .

 II
სამოტივაციო ნაწილი

 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია , იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს . ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით კი , განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად , „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). ამავე დროს , „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია , მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის , რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და , შესაბამისად , არ მიიღება არსებითად განსახილველად . ამ თვალსაზრისით , მნიშვნელოვანია , მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს .

2. №1840 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი , მათ შორის , საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . ხსენებული სადავო ნორმის მიხედვით , „თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის /აქტების გაცნობაზე , გაცნობად ჩაითვლება აქტის /აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება“ .

3. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს . საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია “. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და მიზნად ისახავს , პირისათვის ინდივიდუალური უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესების , სასამართლოსადმი მიმართვის გზით , ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობის მინიჭებას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა . თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა , სამართლებრივი ბერკეტი , თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ . შესაბამისად , უფლება -თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას , არამედ , იმავდროულად , შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა , რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული )“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-14). დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად , მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს , რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა იწვევს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის რომელიმე პროცედურული გარანტიის შეზღუდვას .

4. განსახილველ საქმეზე გასაჩივრებული სადავო ნორმით დადგენილია სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ აქტის ადრესატისთვის გაცნობის წესი . მოსარჩელისთვის პრობლემურია ის რეგულაცია , რომლის მიხედვით , თუ ადრესატი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე , გაცნობად ითვლება ამ აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება . თვალსაჩინოდ აქტის განთავსების პირობებში კი , აქტის ადრესატი მოკლებულია შესაძლებლობას , რეალურად გაეცნოს მას , გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე . შესაბამისად , სადავო ნორმა ადგენს ადმინისტრაციულსამართლებრივ პროცედურას , ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ აქტის ჩაბარების /გაცნობის წესს . ნათელია , რომ სადავო ნორმა არ ადგენს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცედურულ წესს ან სასამართლოში საქმის განხილვის პროცესუალური გარანტიის შემზღუდველ მოწესრიგებას . უფრო მეტიც , ის საერთოდ არ არის შემხებლობაში სასამართლოს გზით უფლების დაცვასთან . აქედან გამომდინარე , მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოაჩინა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტს შორის .

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , №1840 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველადსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე .

6. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ითხოვს , საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 ნაწილის მე -2 წინადადებისა დაქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას , საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

7. სადავო ნორმა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის , დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე , ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს .

8. მოსარჩელე მხარის განმარტებით , გადაწყვეტილების გაცნობის არსებული წესი , რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებას იმ შემთხვევაში , თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე , ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს . კერძოდ , მოსარჩელის განცხადებით , შესაძლოა , გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტისათვის პირი არ იმყოფებოდეს რეგისტრირებულ მისამართზე ან იყოს საზღვარგარეთ , ხოლო გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შემთხვევაში კი იგი შესაძლოა , მარტივად დაიკარგოს ან დაზიანდეს და არ ჩაჰბარდეს შესაბამის ადრესატს . სწორედ ამიტომ , გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებამდე , ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მიმართოს ყველა ღონეს , რათა შეძლოს გადაწყვეტილების ადრესატისათვის პირადად ჩაბარება .

9. აღსანიშნავია , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველი პუნქტი , რომელიც ადგენს პირის უფლებას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის სამართლიანად განხილვის თაობაზე , expressis verbis არ ადგენს , კონკრეტული აქტის გაცნობის როგორი ფორმა და პროცედურა ჩაითვლება კონსტიტუციასთან შესაბამისად . ეს ბუნებრივიცაა , ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე , კონსტიტუცია შესაძლოა , ადგენდეს სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის განსხვავებულ მოთხოვნებს . შესაბამისად , სხვადასხვა სამართლებრივი აქტის გაცნობის განსხვავებული პროცედურული მოწესრიგება , ამ პროცედურას ან აქტის გაცნობის ფორმას , თავისთავად , კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან შეუთავსებლად ვერ აქცევს . აქედან გამომდინარე , სამართლებრივი აქტის გაცნობის წესის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას , მოსარჩელე მხარე ვალდებულია , წარმოაჩინოს , რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი აქტის გაცნობის წესი არ არის გონივრული და , ჩვეულებრივ პირობებში , პირისათვის ობიექტურად რთული იქნება ამ აქტის გაცნობა , რაც ამ წესს აქცევს უსამართლოდ და შეზღუდავს პირის უფლებას სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე .

10. მოცემულ შემთხვევაში , როგორც აღინიშნა , სადავო ნორმა განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდამრღვევის შესახებ დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე , ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს . საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 ნაწილის თანახმად , გადაწყვეტილების გაცნობა უნდა მოხდეს ოფიციალურად , ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე . მაშასადამე , ამ შემთხვევაში , გადაწყვეტილების ადრესატმა a priori იცის , რომ მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება , ვინაიდან საჩივრის წარდგენით , იგი თავად არის ამ სამართალწარმოების დაწყების ინიციატორი . ამავდროულად , გადაწყვეტილების გაცნობა ხდება თავად პირის მიერ , საჩივარში მითითებულ მისამართზე და მხოლოდ ამის შემდეგ განთავსდება იგი სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე . თუმცა თვალსაჩინო ადგილას განთავსებასთან ერთად , გადაწყვეტილება ასევე ქვეყნდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე .

11. კერძოდ , საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 14 ნაწილის თანახმად , „თუ ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება დადგენილებაზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობაზე , ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის /პირებისთვის გაცნობის მიზნით შესაბამისი მუნიციპალიტეტის სათანადო ორგანო აღნიშნულ გადაწყვეტილებას განათავსებს როგორც სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე , ისე მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე “.

12. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებდა ორ შემთხვევაზე , როდესაც არსებული მოწესრიგების პირობებში , შესაძლოა , პირმა ობიექტურად ვერ მოახერხოს მის საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების (დროული ) გაცნობა . კერძოდ , როდესაც იგი არ ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე ან იმყოფება საზღვარგარეთ . ზემოთ მოხმობილი კანონმდებლობა ცხადყოფს , რომ პირი არ არის შეზღუდული საჩივარში რეგისტრაციის ადგილის მისამართის მითითებით . შესაბამისად , მას საჩივარში შეუძლია , მიუთითოს ის მისამართი , სადაც მისთვის ხელსაყრელი იქნება გადაწყვეტილების გაცნობა . ხოლო იმ შემთხვევაში , თუ იგი იმყოფება საზღვარგარეთ , მას შეუძლია , საკუთარი საჩივრის შედეგებს თვალყური მიადევნოს მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე . კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია , რატომ არის ამ კონკრეტული სამართლებრივი აქტის გაცნობის არსებული მექანიზმები მისთვის ობიექტურად არასაკმარისი .

13. აღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია , რომელიც წარმოაჩენდა სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის დადგენილებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე , ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესის არაგონივრულობას და წარმოშობდა მისი შეფასების საჭიროებას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

14. შესაბამისად , №1840 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 ნაწილის მე -2 წინადადებისა დაქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის საფუძველზე .

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1840 კონსტიტუციური სარჩელი , სხვა მხრივ , აკმაყოფილებსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი .

  III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 31- მუხლის , 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312 მუხლის მე -8 პუნქტის , 313 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 315 მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316 მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1840 კონსტიტუციური სარჩელი („სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება :

) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის მე -3 ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1840 კონსტიტუციური სარჩელი („სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება :

) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის პირველი ნაწილის მე -2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს სივრცის დაგეგმარების , არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128- მუხლის 11 ნაწილის მე -2 წინადადებისა დაქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

3. №1782 და №1840 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული .

4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია .

5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

რინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში