საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 020080070.22.023.016901
2-320
12/06/2025
ვებგვერდი, 13/06/2025
020080070.22.023.016901
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-320

2025 წლის 12 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2909 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი



საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი

მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებული ჩაუბარებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის (შემდგომში – ოქმი) საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურას.
მუხლი 2
1. პირველადი წყალმოსარგებლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს (შემდგომში –პირი) ოქმს უგზავნის ფოსტით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა.

2. თუ პირს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ოქმი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და ოქმს აბრუნებს პირველად წყალმოსარგებლესთან.  

3. პირველადი წყალმოსარგებლე, ოქმს დაბრუნებიდან არაუადრეს მე-14 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, პირს განმეორებით უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე).

მუხლი 3
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2909 მუხლის შესაბამისად, განმეორებით გაგზავნილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში  აღნიშნული ოქმი საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ვებგვერდზე -www.mepa.gov.ge.

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

3. სამინისტროს ვებგვერდზე ოქმის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს პირველადი წყალმოსარგებლე.

მუხლი 4
1. სამინისტროს  ვებგვერდზე -„www.mepa.gov.ge“ ოქმი ქვეყნდება სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ  ველში - „გამოქვეყნებული ჯარიმები“.  

2. „გამოქვეყნებული ჯარიმების“ ველში უნდა მიეთითოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევის: სახელი, გვარი/დასახელება,  პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, სამართალდარღვევის სახე, დაკისრებული ჯარიმის ოდენობა და გადახდის ვადა. ასევე, შესაძლებელია სხვა საჭირო ინფორმაციის მითითება.

მუხლი 5
1. ოქმის შესახებ სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით,  ოქმის  ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე ინფორმაცია პირს შესაძლებელია   გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, თუ არსებობს პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

2. ოქმი სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ავტომატურად წაიშლება  გამოქვეყნებიდან 90-ე კალენდარული დღის გასვლისთანავე.