დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.142.016355 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის 2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების პროგრამისა და დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2025, 010250020.35.142.016345) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობა გ) საჯარო რეესტრიდან მიმართვა უსახლკაროდ დარჩენილის შესახებ; დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ; ე) მესაკუთრის მიერ გაცემული ხელშეკრულების დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები;“. ბ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მცხოვრებ 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის თანადაფინანსება 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 0-დან 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის თანადაფინანსება განისაზღვრება წლის განმავლობაში გაწეული მომსახურების საფასურის 20%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობისა, საქართველოში მიღებულ მომსახურებებზე. 2. თანადაფინანსების მისაღებად ბავშვის მშობელმა/მეურვემ ან/და კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა; გ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მეურვის ან/და კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში მეურვეობის ან/და კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ბავშვის დიაგნოზის (საერთაშორისო კოდის მითითებით) და საჭიროებების მითითებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემდეგ გაიცემა მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შესაბამისი ვაუჩერი თვეების მიხედვით. 4. რეაბილიტაცია/აბილიტაციის თანადაფინანსება განხორციელდება არაუგვიანეს მომსახურების გამწევი დაწესებულების მიერ გახარჯული ვაუჩერისა და შესაბამისი ინვოისის წარმოდგენის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“; გ) მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრონქიალური ასთმით დაავადებულ პირთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები