დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2024 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050040000.48.065.016046 |
|
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2024 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2024 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 15/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 050040000.48.065.016033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დამტკიცდეს ევროპული საპატენტო განაცხადის გამოგონების ფორმულის/ვალიდირებული ევროპული პატენტის აღწერილობის ქართული თარგმანის გამოქვეყნების თაობაზე განცხადების ფორმა.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს ცვლილება და ინსტრუქციის: ა) მე-15 მუხლის 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი ან შემდგომი სამედიცინო გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია დამოუკიდებელი მუხლი ჩამოყალიბებული იყოს შემდეგი სახით: პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) X გამოყენება დაავადების Y სამკურნალოდ/სადიაგნოსტიკოდ. შენიშვნა: გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლის, ამ მუხლის 35-ე პუნქტებით გათვალისწინებული სახით ფორმულირების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ იგი განეკუთვნება მკურნალობის/დიაგნოსტიკის ხერხს, რომელზეც, საქართველოს საპატენტო კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პატენტი არ გაიცემა.“; ბ) 23-ე მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ განმცხადებელმა წარადგინა ცვლილება/შესწორება ან/და განმარტება, საქპატენტი 2 თვის ვადაში აფასებს მათ შესაბამისობას კანონთან ან/და ინსტრუქციასთან. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ცვლილების/შესწორების ან/და განმარტებისთვის მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია საფასური, ცვლილების/შესწორების ან/და განმარტების შესაბამისობა კანონთან ან/და ინსტრუქციასთან ფასდება საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში. ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. იმ შემთხვევაში, თუ საქპატენტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ცვლილება/შესწორება ან/და განმარტება შესაბამისობაშია მოსაყვანი კანონთან ან/და ინსტრუქციასთან, საქპატენტს უფლება აქვს ექსპერტიზის დასკვნის ან/და შეტყობინების საშუალებით მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადის კანონთან ან/და ინსტრუქციასთან შესაბამისობაში მოყვანა შესაბამისი ცვლილების ან/და შესწორების შეტანის გზით ან განმარტებების წარმოდგენა.“; ბ.გ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. განმცხადებელმა საქპატენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს ექსპერტიზის დასკვნის ან/და შეტყობინების მიღების დღიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამ ვადაში პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში საქპატენტი 10 სამუშაო დღის ვადაში შეწყვეტს განაცხადზე საქმისწარმოებას ან გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე. 4. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებლის ნაწილობრივი ან/და დაუსაბუთებელი პასუხის წარმოდგენიდან 2 თვის ვადაში ან იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ცვლილება/შესწორება ან/და განმარტება საჭიროებს შესაბამისი საფასურის გადახდას, საფასურის გადახდიდან 2 თვის ვადაში, საქპატენტი, შეტყობინების საშუალებით, განმეორებით უზუსტებს განმცხადებელს პირველადი მოთხოვნის შინაარსს და განუსაზღვრავს 2 თვის ვადას მოთხოვნის შესასრულებლად. თუ განმცხადებელი საქპატენტის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს მოთხოვნას, 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადზე საქმისწარმოება წყდება ან მიიღება უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე. 5. ამ მუხლის პირველი, 11 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებთან დაკავშირებით, განმცხადებელს ან/და საქპატენტის თანამშრომელს, რომელიც ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, უფლება აქვს მოითხოვოს ზეპირი განხილვის ჩატარება, რომელსაც დაესწრებიან შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.“; გ) 27-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. თუ განმცხადებელმა წარმოადგინა ფორმულის შეცვლილი რედაქცია, რომელშიც მუხლების რაოდენობა იქნება განსხვავებული, განხორციელდება არსობრივი ექსპერტიზის საფასურის კორექტირება და განმცხადებელს 10 სამუშაო დღის ვადაში გაგეგზავნება ახალი შეტყობინება არსობრივი ექსპერტიზის სათანადო საფასურის თაობაზე და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება 2-თვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან.“. დ) 36-ე მუხლს 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26-ე პუნქტი: „26. გამოგონების ფორმულის მუხლის ე.წ. „შვეიცარიული ფორმულის“ სახით (მაგალითად, პროდუქტის X გამოყენება დაავადების Y სამკურნალო მედიკამენტის დასამზადებლად) ფორმულირების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ გამოგონების ფორმულის შესაბამისი მუხლი არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ პროდუქტი (ნივთიერება ან კომპოზიცია) ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.“; ე) 37-ე მუხლს: ე.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 და 12 პუნქტები: „11. იმ შემთხვევაში, თუ გამოგონების ფორმულის მუხლები ეხება ობიექტს, რომელიც, საქართველოს საპატენტო კანონის მე-16 მუხლის თანახმად, არ მიიჩნევა გამოგონებად, ფორმულის შესაბამისი მუხლების პატენტუნარინობის კრიტერიუმები არ ფასდება. აღნიშნული გარემოებისა და მისი განმაპირობებელი მიზეზების შესახებ განმარტება კეთდება ექსპერტიზის დასკვნაში. 12. იმ შემთხვევაში, თუ გამოგონების ფორმულის მუხლები ეხება ობიექტს, რომელზეც, საქართველოს საპატენტო კანონის მე-17 მუხლის თანახმად, არ გაიცემა პატენტი, ფორმულის შესაბამისი მუხლების პატენტუნარინობის კრიტერიუმები არ ფასდება. აღნიშნული გარემოებისა და მისი განმაპირობებელი მიზეზების შესახებ განმარტება კეთდება ექსპერტიზის დასკვნაში.“; ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ გამოგონების ფორმულაში შეტანილი ცვლილებების შედეგად გამოვლინდა ახალი მუხლ(ებ)ი, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს არსობრივი ექსპერტიზის სათანადო საფასური. თუ გამოგონების ფორმულა მოიცავს ისეთ მუხლებს, რომლებზეც არ ჩატარებულა ძიება, უნდა გაიცეს ახალი ძიების ანგარიში და ექსპერტიზის დასკვნა.“; ე.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-8 პუნქტი: „8. იმ შემთხვევაში, როდესაც ინსტრუქციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს პასუხს და არსებობს პატენტის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, აღნიშნული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე.“; ვ) 38-ე მუხლის: ვ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საფასურის გადახდის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში წერილობით გამოხატავს თანხმობას ან არ წარმოადგენს თავის პოზიციას, თანხმობის წარმოდგენიდან ან 2-თვიანი ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი პატენტს გასცემს განმცხადებლისთვის გადაგზავნილი გამოგონების აღწერილობის, გამოგონების ფორმულისა და ნახაზების (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) საფუძველზე.“; ვ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ განმცხადებელი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორი თვის ვადაში მოითხოვს გამოგონების აღწერილობაში, გამოგონების ფორმულასა და ნახაზებში (თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში) დამატებების ან/და ცვლილებების შეტანას, საქპატენტი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მათი გათვალისწინების შესახებ.“; ზ) 43-ე მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. განაცხადზე საქმისწარმოებისას კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს: ა) განაცხადის განხილვის შეჩერება, ყოველ ჯერზე არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, განაცხადის განხილვის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებელს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს განაცხადის განხილვის შეჩერება. განაცხადის განხილვის შეჩერება არ იწვევს საფასურის გადახდის ვადის გახანგრძლივებას; ბ) საქპატენტის შეტყობინებაზე ან ექსპერტიზის დასკვნაზე პასუხის გასაცემად დადგენილი ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვისა. შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული 6-თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, განმცხადებელს კვლავ აქვს უფლება მოითხოვოს პასუხის გასაცემად დადგენილი ვადის გაგრძელება; გ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა, რაც შესაძლებელია უფლების დაკარგვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში; დ) საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების (დადებითი ან უარყოფითი) გამოტანამდე, წარდგენილ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანა, თუ ეს ცვლილებები არ სცილდება განაცხადის შეტანისას მისი შინაარსის ფარგლებს.“. ზ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. საქპატენტი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მოთხოვნას და განმცხადებელს უგზავნის შეტყობინებას საფასურის გადახდის შესახებ ან გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ქმედებებისათვის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს საფასურის გადახდის შესახებ საქპატენტის შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში მითითებული ქმედებისათვის – შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.“; ზ.გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქპატენტს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილება გამოაქვს საფასურის გადახდიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები