ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016561
15
29/05/2025
ვებგვერდი, 02/06/2025
010250020.35.125.016561
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2025 წლის 29 მაისი

ქ. ტყიბული

 

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ 61 მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ქ. ტყიბულის ტერიტორიაზე (შემოსასვლელში – ტყვარჩელის ქუჩაზე და გასასვლელში – თამარ მეფის მოედნის მიმდებარედ) მიზანშეწონილია განთავსდეს 2 (ორი) ერთეული ავტოსადგური.
მუხლი 2
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი დასახლებები, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა:

ა) სოფელი კურსები;

ბ) სოფელი ორპირი;

გ) სოფელი ცუცხვათი;

დ) სოფელი სოჩხეთი;

ე) სოფელი გურნა;

ვ) სოფელი საწირე;

ზ) სოფელი მუხურა;

თ) სოფელი ძმუისი;

ი) სოფელი ჯვარისა;

კ) სოფელი ოჯოლა;

ლ) სოფელი ციხია.

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №7 დადგენილება („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 04/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.125.016553).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე