„საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
„საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 83, 21/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.008.790
  • Word
596
19/06/2006
სსმ, 83, 21/06/2006
010.130.000.22.027.008.790
„საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.008.790

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №596

2006 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის   2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანებაში (სსმ III, №30, 16.03.2005წ., მუხ. 286) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი 1):

პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა „საქართველო“, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.

პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+ –25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მისამართი;

ი) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

კ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ლ) მოწმობის მოქმედების ვადა;

მ) რეგისტრაციის თარიღი;

ნ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.“

2) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პირადობის მოწმობის ბლანკზე დატანილ იქნეს პირადობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური სერია და ნომერი.“.

მუხლი 2. „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1 – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა“

მუხლი 3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქავთარაძე