დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 127/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016932 |
|
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 27/09/2018; ს/კ: 220020000.18.011.016343) დამტკიცებულ კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის საქმიანობის მასშტაბებისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით, სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი წევრისგან, სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.“. 2. მე-19 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მათ ჩართულობას, დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, გაწეულ ძალისხმევასა და დროის რესურსს. მათი ანაზღაურება რისკის ქვეშ არ უნდა აყენებდეს მათ მიუკერძოებლობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა მოიცავდეს მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამატებით ანაზღაურებას შეიძლება იღებდეს იმ შემთხვევაში, თუ წევრი არის საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს კომიტეტის წევრი ან თავმჯდომარე. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ყველაზე მაღალ წლიურ (მათ შორის, დამატებითი ანაზღაურების გათვალისწინებით) და ყველაზე დაბალ წლიურ ანაზღაურებებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს მათგან უმცირესის 30%-ზე მეტი. აღნიშნული ლიმიტი არ ვრცელდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს იმ თავმჯდომარის ანაზღაურებაზე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია, ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც ბანკში გაწეული საქმიანობისთვის ანაზღაურებას არ იღებენ არც ბანკისგან და არც ჯგუფის წევრი სხვა რომელიმე საწარმოსგან. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს იმ წევრებისთვის, რომლებიც ბანკში გაწეული საქმიანობისთვის ანაზღაურებას იღებენ ჯგუფის წევრი საწარმოსგან (მაგალითად, სათავო საწარმოსგან), ბანკი ვალდებულია განსაზღვროს ანაზღაურების ოდენობა ბანკში გაწეული საქმიანობისთვის და მასზე გაავრცელოს ამ პუნქტით განსაზღვრული ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.“. 3. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 40% უნდა შედგებოდეს განსხვავებული სქესის წარმომადგენლებისგან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ბანკის სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი წევრისგან, სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს არანაკლებ ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები