თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016640
10
28/05/2025
ვებგვერდი, 30/05/2025
010250050.35.163.016640
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 28 მაისი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა და ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა, განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) სოფელი ფშაველი;

ბ) სოფელი ყარაჯალა;

გ) სოფელი აკურა;

დ) სოფელი იყალთო.

მუხლი 2
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საკითხს განიხილავს და ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ შესაბამის დასკვნას ამზადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური. 
მუხლი 3
დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი