დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 27 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.057.016420 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 27 სექტემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 და 24-ე მუხლებისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 27 სექტემბრის №7 დადგენილებაში (სსმ ვებ-გვერდი, 07/10/2024, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016397) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი დაწესებულება.“; ბ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანსამბლის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.“; გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს სამხატვრო ხელმძღვანელი. სამხატვრო ხელმძღვანელს მინისტრის წარდგინებით, არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №65 დადგენილების მე-3 პუნქტი (გაზეთი ,,აჭარა“ №132 (22.394), 15.07.05). |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები