დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.10.003.025075 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №315 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2023, 310150000.10.003.024148) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა“.“. 3. დანართ №4-ის შემდეგ დაემატოს დანართი №5 – „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა“ და დანართი №6 − „საქართველოს 2023 − 2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით გამართული საჯარო კონსულტაციების ანგარიში“ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები