დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018666 |
|
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26/09/2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:
ა) ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ქალაქ ახალციხის №3 საჯარო სკოლასა და სსიპ – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და სომხურ სექტორზე; ბ) ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და რუსულ სექტორზე; გ) ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტას საჯარო სკოლაში, სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში, სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქვეშის საჯარო სკოლასა და სსიპ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე; დ) ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე; ე) ქალაქ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლაში, სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლასა და სსიპ – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და სომხურ სექტორზე. |
| მუხლი 2 |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით გათვალისწინებულ დანართ №9-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართის: ა) მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
ბ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
გ) მე-19 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,
დ) 138-ე და 139-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
ე) 151-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
ვ) 155-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ზ) 165 -ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“;
თ) 168-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ი) 174-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; კ) 271-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები