„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.025072
180
27/05/2025
ვებგვერდი, 27/05/2025
010220000.10.003.025072
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2025 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 13 მაისის საქართველოს კანონის (№549-IIმს-XIმპ) შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2018, 010220000.10.003.020656) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შექმნილია საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, ამავე კანონით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელებისა და საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების (გარდა აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მათი სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა), აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობას;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეული სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურ(ებ)ის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენისა და სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;“.

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნ) მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანებია:

ნ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების/თანამდებობის პირების, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფოს პირდაპირი ან/და არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი/მოქმედი საწარმოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში:

ნ.ა.ა) რისკების გამოვლენა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი,  ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებათა შეფასებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, რისთვისაც იგი უფლებამოსილია, გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია;

ნ.ა.ბ) მონიტორინგისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება, შესაბამისობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შეფასების მიზნით;

ნ.ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების, ანალიტიკური მიმოხილვების, ანგარიშების, წინადადებების, შენიშვნებისა და მითითებების მომზადება;

ნ.ა.დ) დასახული მიზნების მისაღწევად, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა და კოორდინაციის ხელშეწყობა;

ნ.ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ღირებულების გაზრდა და დაცვა, ობიექტური და რისკზე დაფუძნებული რწმუნების, კონსულტაციისა და პროფესიული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნისა და ხედვების გაზიარების გზით. აღნიშნულის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და რჩევითი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ოპერაციების გაუმჯობესებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის მიზნით. დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში, რისთვისაც ის სისტემატიზებული, დისციპლინირებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების ეფექტიანობას;

ნ.გ) საჯარო სექტორში შიდა აუდიტის საქმიანობისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირების მიზნით, სხვა უწყებების შიდა აუდიტის სუბიექტებთან თანამშრომლობა და ამ მიზნით მათი საქმიანობის წლიური ანგარიშების, სტრატეგიული და წლიური გეგმების, აუდიტორული შემოწმებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ანგარიშების გამოთხოვა;

ნ.დ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საქართველოს მთავრობის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებების, ამ დებულების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შინაგანაწესის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებების შესრულებაზე დანერგილი კონტროლების შემოწმება და შეფასება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე