დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა დ აბუნებრივი რესუსრსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებბეის შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 482 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.023.008.786 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.008.786
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №482
2006 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 15 ივნისის №138 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №74, მუხ. 790) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1" ქვეპუნქტი:
,,ა1) ინსპექციის უფროსის მოადგილე;“
ბ) მე-13 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს ჩასატარებელი შემოწმებების გეგმას, ბრძანების პროექტს შემოწმების ჩატარების შესახებ და სხვადასხვა სახის ფორმებს, რომლებიც საჭიროა ინსპექციის საქმიანობის გამართულობის უზრუნველსაყოფად“;
გ) მე-13 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გენერალური ინსპექციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას მინისტრის დავალებით ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე“;
დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
,,თავი VI1. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე
მუხლი 141
გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს გენერალური ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციაში და ორგანიზაციაში;
ბ) თვალყურს ადევნებს ინსპექციის თანამშრომლების მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას, ახორციელებს კონტროლს ინსპექციის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
გ) ატარებს დასრულებული შემოწმების მასალების წინასწარ განხილვას;
დ) ეცნობა ინსპექციის მთავარი სპეციალისტების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ან მოხსენებით ბარათს, აკეთებს ვიზირებას და საჭიროების შემთხვევაში თავის წინადადებებს წარუდგენს გენერალური ინსპექციის უფროსს;
ე) უზრუნველყოფს დავალებათა შესრულების ორგანიზაციას და საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის სხვა ფუნქციებს განსაზღვრავს გენერალური ინსპექციის უფროსი;
ზ) ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, გენერალური ინსპექციის უფროსის წარდგინებით.“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები