„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 310150000.22.034.017568
39
27/05/2025
ვებგვერდი, 27/05/2025
310150000.22.034.017568
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №39

2025 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, №14, 01/02/2007, 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-15 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„8. თუ დაინტერესებული პირები სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას არ იმყოფებიან სააგენტოს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების“ 14​2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე დამზადებული  სარეგისტრაციო მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) გადასცეს პირს, რომელსაც რეგისტრირებული მესაკუთრე/მოსარგებლე/დეკლარანტი, აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელების პროცესში, მიუთითებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ხელმოწერილ განცხადებაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური