„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 27/05/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016421
17
27/05/2025
ვებგვერდი, 30/05/2025
010240020.32.057.016421
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №17

2025 წლის 27 მაისი

ქ. ბათუმი

 

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით (სსმ, 23/02/2023, 010240020.32.057.016373) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების  შერჩევასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას. ასევე, დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

1. მთავრობის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს (დეპარტამენტს) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობას იკავებს და თანამდებობიდან თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2.  დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს  დეპარტამენტის  საქმიანობას  და პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს  ფუნქციებს  სტრუქტურულ  ქვედანაყოფებს  (მოსამსახურეთა) შორის და უზრუნველყოფს მათი შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს;

დ) მთავრობის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე;

ე) ახორციელებს მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტებისა და   დეპარტამენტში მომზადებული სხვა დოკუმენტების ვიზირებას;

 ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია (დოკუმენტაცია) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) ახორციელებს ამ დებულებით, მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის უფროსის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. მთავრობის აპარატის პირველადი სტრუქტრული ერთეულის ხელმძღვანელს, (დეპარტამენტის უფროსს) შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები). პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობას იკავებს და თანამდებობიდან თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.  

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, კოორდი-ნაციასა და ზედამხედველობს უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა  მიერ მოვალეობების შესრულებას;

ბ) მონაწილეობს კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;

დ) უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებების შესრულებას.

5. მეორად სტრუქტურულ ერთეულს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება  და თანამდებობიდან თავისუფლდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. განყოფილების უფროსი:

ა) ორგანიზებას უწევს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს  დოკუმენტაციას საჯარო მოსამსახურეთა შორის და ზედამხედველობას  უწევს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უშუალოდ განიხილავს  შემოსულ დოკუმენტებს ან სხვა მასალებს;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების საჯარო მოსამსახურეების მიერ მიმდინარე და გაწეული საქმიანობის შესახებ;

ე) ახორციელებს  კანონმდებლობით  მინიჭებულ  სხვა  უფლებამოსილებებს, ასრულებს მთავრობის აპარატის უფროსის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის  სხვა დავალებებს.

7. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს. ხოლო, პირველად სტრუქტურულ ერთეულში, რომელშიც არ არის გათვალისწინებული მოადგილის თანამდებობა, დეპარტამენტის უფროსის  მოვალეობის შესრულება ეკისრება განყოფილების უფროსს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი