დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016579 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016531, 24/11/2023 წელი) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება“-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქალთა ოთახი უფლებამოსილია: ა) უშუალო ხელმძღვანელთან – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მოაწყოს საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან მათი ჩართულობის გააქტიურებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებისათვის; ბ) გამოავლინოს ქალთა პრობლემები და მიმართოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით; გ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ; დ) აქტიურად ჩაერთოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში; ე) წელიწადში ერთხელ საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) აქტიურად ითანამშრომლოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოსთან, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები