ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016530
10
23/05/2025
ვებგვერდი, 27/05/2025
010250020.35.121.016530
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 23 მაისი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობისა და იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „კ1 “ და „კ2 “ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მე-7 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ქალაქ ვანში მიზანშეწონილია განთავსდეს 1 (ერთი) ავტოსადგური.
მუხლი 2
ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტოსადგურიდან რეისის გასვლა სავალდებულო არ არის შემდეგი დასახლებული პუნქტებიდან:

1. ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეული.

2. შუამთის ადმინისტრაციული ერთეული.

3. გადიდის ადმინისტრაციული ერთეული.

4. ზედავანის ადმინისტრაციული ერთეული.

5. დიხაშხოს ადმინისტრაციული ერთეული.

6. სულორის ადმინისტრაციული ერთეული.

7. ძულუხის ადმინისტრაციული ერთეული.

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის №5 დადგენილება „ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ დასახლებების განსაზღვრის შესახებ, სადაც ავტოსადგურის არარსებობის გამო სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა“ (www.matsne.gov.ge, 14.04.2025 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016525).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2025 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი