დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან მდებარე სამი უსახელო ჩიხისთვის, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, II ქუჩისთვის და გრიგოლ ლორთქიფანიძის გასასვლელისთვის გრიგოლ ლორთქიფანიძის I შესახვევის, I, II, III, IV და V ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 235 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016999 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №235 2025 წლის 20 მაისი ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან მდებარე სამი უსახელო ჩიხისთვის, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩისთვის, II ქუჩისთვის და გრიგოლ ლორთქიფანიძის გასასვლელისთვის გრიგოლ ლორთქიფანიძის I შესახვევის, I, II, III, IV და V ჩიხების სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს გრიგოლ ლორთქიფანიძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო ჩიხს მიენიჭოს გრიგოლ ლორთქიფანიძის I და III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. სამგორის რაიონში, ნავთლუღის II დასახლების III ქუჩას მიენიჭოს გრიგოლ ლორთქიფანიძის II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 4. სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს და მასთან არსებულ II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს გრიგოლ ლორთქიფანიძის IV ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 5. სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის გასასვლელს მიენიჭოს გრიგოლ ლორთქიფანიძის V ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 7. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები