დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში დამატების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/162 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 84, 23/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.008.781 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.781
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/162
2006 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №260 ბრძანებულების შესაბამისად:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ (სსმ III, 17.01.05 წ., №5; მუხ. 54) შეტანილ იქნეს დამატება და დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალის, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალისა და ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები