ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის წმინდაწყლის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის წმინდაწყლის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 232
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016994
232
20/05/2025
ვებგვერდი, 23/05/2025
000000000.00.101.016994
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის წმინდაწყლის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №232

2025 წლის 20 მაისი

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის წმინდაწყლის I  ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში,  აგარაკის დასახლებაში, გაგრძელდეს წმინდაწყლის ქუჩა და ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს წმინდაწყლის I ჩიხის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                            გიორგი ტყემალაძე