დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მუხიანის 2-ის დასახლებაში, კალოუბნის I გასასვლელისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო ჩიხისთვის, შესახვევისთვის და კალოუბნის I ჩიხის მონაკვეთისთვის იკორთის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 227 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016991 |
|
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მუხიანის 2-ის დასახლებაში, კალოუბნის I გასასვლელისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, უსახელო ჩიხისთვის, შესახვევისთვის და კალოუბნის I ჩიხის მონაკვეთისთვის იკორთის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში მუხიანის 2-ის დასახლებაში, კალოუბნის I გასასვლელს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას, უსახელო ჩიხს, შესახვევს და კალოუბნის I ჩიხის მონაკვეთს მიენიჭოს იკორთის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები