ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 229
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016988
229
20/05/2025
ვებგვერდი, 23/05/2025
000000000.00.101.016988
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №229

 2025 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მოლითის ქუჩის მონაკვეთისთვის, მოლითის I ჩიხისთვის, ახალდაბის ქუჩის მონაკვეთისთვის და შესახვევისთვის ახალდაბის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ნაძალადევის რაიონში,  მოლითის ქუჩის მონაკვეთს და ახალდაბის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ახალდაბის ქუჩის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2.  ნაძალადევის რაიონში,  მოლითის I ჩიხს, ახალდაბის შესახვევს და ახალდაბის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ახალდაბის I, II და III ჩიხის სახელები, თანდართული რუკის თანახმად.

3. ნაძალადევის რაიონში,  ახალდაბის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ახალდაბის I  გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე