„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/ პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 170
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.025062
170
21/05/2025
ვებგვერდი, 22/05/2025
430060000.10.003.025062
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/ პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2025 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/ პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2022, 430060000.10.003.023629) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დუალური სწავლებისას პროფესიულ სტუდენტსა და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება ანაზღაურებადი სტაჟირების ან შრომითი ხელშეკრულება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სტუდენტის მიერ ამავე საწარმოში მისაღწევ სწავლის შედეგებთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულებას.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დუალური სწავლების შემთხვევაში პროგრამა უნდა შემუშავდეს დაწესებულებისა და სასწავლო საწარმოს მიერ, ერთობლივად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შუალედური შეფასება ტარდება პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე და თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს. შუალედური შეფასება სავალდებულოა. შუალედური შეფასების წესსა და პირობებს განსაზღვრავს დაწესებულება. დუალური სწავლების შემთხვევაში, აღნიშნული წესი და პირობები განისაზღვრება სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობით.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დუალური სწავლების სახით პროგრამის განხორციელებისას პროფესიული სტუდენტი აწარმოებს ჩანაწერების ჟურნალს, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების ზოგად წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით განხორციელებასა და პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან თანამშრომლობით. დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები ასევე უფლებამოსილნი არიან, ამ მიზნით, ითანამშრომლონ პროფესიული უნარების სააგენტოსა და შესაბამის დარგობრივი უნარების ორგანიზაციებთან.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებსა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და მათთან კონსულტაციებს;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის პროცედურების ორგანიზების მიზნით, დუალური სწავლების შემთხვევაში, სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობასა და აპლიკანტებთან კომუნიკაციას; საჭიროების შემთხვევაში, ამავე მიზნით, დარგობრივი უნარების ორგანიზაციასთან თანამშრომლობას;“;

ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვასა  და ადმინისტრირებას, ხოლო პროგრამის დუალური სწავლების სახით განხორციელების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულს უზრუნველყოფს სასწავლო საწარმოსთან ერთად;“;

გ) მე-3 პუნქტის:

გ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დუალური სწავლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დაწესებულებასთან ერთად არჩევენ აპლიკანტებს;“;

გ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დუალური სწავლების შემთხვევაში, მონაწილეობენ შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდების დაგეგმვასა და ჩატარებაში;“. 

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დუალური სწავლების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) სასწავლო საწარმოსა და დაწესებულების საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) პროგრამის სახელწოდებას (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის ფარგლებშიც ხორციელდება თანამშრომლობა;

გ) სასწავლო საწარმოსა და პროგრამის განხორციელების ადგილის მისამართებს;

დ) პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების განაწილებას დაწესებულებასა და სასწავლო საწარმოს შორის;

ე) პროგრამაზე ერთობლივად მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობას;

ვ) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემის აღწერას, მათ შორის, ინფორმაციას შუალედური შეფასებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ;

ზ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის ანაზღაურების ოდენობისა და პროფესიული სტუდენტისთვის ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიღმა მატერიალური/ფინანსური დახმარების გაწევის, დაზღვევის პირობების თუ სხვა ზომების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) პროფესიული სტუდენტის სწავლის/სამუშაოს შესრულების პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფს სასწავლო საწარმოში/ დაწესებულებაში პროფესიული სტუდენტის გამოცხადების შესაძლებლობას და მის ჩართულობას აღნიშნულ პროცესებში, ასევე აღნიშნულ პროცესებში მისი ჩართულობის უზრუნველყოფის მექანიზმებს (გეოგრაფიული მდებარეობა, ტრანსპორტირება და სხვა);

ი) სასწავლო საწარმოს ვალდებულებებს პროფესიული სტუდენტის სასწავლო საწარმოში სწავლის/სამუშაოს შესრულების პერიოდში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ;

კ) ხელშეკრულების ვადას, რომელიც არ უნდა იყოს პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები, და ხელშეკრულების შეწყვეტის წესს;

ლ) სასწავლო საწარმოს/დაწესებულების სხვა უფლებებს, ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტსა და სასწავლო საწარმოს შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფორმდება ანაზღაურებადი სტაჟირების ან შრომითი ხელშეკრულება.“;

ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფორმაციას პროფესიული სტუდენტის ანაზღაურების ოდენობისა და წესის, ასევე სწავლის დაფინანსებისა და მისთვის მატერიალური და/ან სხვა სახის ფინანსური დახმარების გაწევის, წახალისების სხვა ზომების განხორციელების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“.

6. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შუალედური შეფასებისას და საკვალიფიკაციო გამოცდების პროცესში დაწესებულებებსა და სასწავლო საწარმოებთან თანამშრომლობა;“.

7. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შუალედური შეფასებისა და იმავე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის სავალდებულოობა გავრცელდეს 2024 წლის მიღების ფარგლებში დუალური სწავლების სახით განხორციელებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე, ასევე იმ პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებზე, რომლებიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანთლებლო სტანდარტს, რომელიც საკვალიფიკაციო გამოცდას განსაზღვრავს კვალიფიკაციის მინიჭების ერთ-ერთ წინაპირობად, გარდა ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე