დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.010.22.027.008.780 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.008.780
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №586
2006 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:
,,გ) სახელმწიფო შესყიდვები.“;
ბ) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“, ,,ვ.ა“, ,,ვ.ბ“, და ,,ვ.გ“ ქვეპუნქტები.
,,ვ) წლის დასაწყისში ახდენს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, ამზადებს სატენდერო განცხადებებსა და დოკუმენტაციას, ფასთა კვოტირებას და ერთ პირთან მოლაპარაკებისათვის შესყიდვების მასალებს;
ვ.ა) ქმნის ინსპექტირების ჯგუფს, რომელიც კოორდინაციას უწევს ხელშეკრულებების მიმდინარეობას“;
ვ.ბ) ანგარიშებს წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
ვ.გ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და პრაქტიკულ საქმიანობას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები