ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018662
27/ნ
29/05/2025
ვებგვერდი, 29/05/2025
040030000.22.022.018662
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №27/ნ

2025 წლის 29 მაისი

ქ.თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა) დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლას მიენიჭოს სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის ზურაბ იარაჯულის სახელი;

ბ) ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის ანდრია რაზმაძის სახელი;

გ) ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ:

გ.ა) სსიპ – ქალაქ რუსთავის №6 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი სასულიერო პირის გიორგი ჭყონდიდელის სახელი;

გ.ბ) სსიპ – ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის  ნოდარ დუმბაძის სახელი.

მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:

1. დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა) დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5

ზურაბ იარაჯულის სახელობის თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლა

სოფელი ზარიძეები

დაწ-საბ-საშ

;

ბ) ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის 27-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27

ანდრია რაზმაძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა

სოფელი ჩხენიში

დაწ-საბ-საშ

“;

გ) ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის:

გ.ა) მე-6  გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ რუსთავის №6 საჯარო სკოლა

რჩეულიშვილის ქ. №7

დაწ-საბ-საშ

   “;

გ.ბ)  მე-20  გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

20

ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლა

მესხიშვილის II გასასვლელი №3

დაწ-საბ-საშ

“.

2.  დანართი №9-ის 288- გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

288

 საქართველოს   განათლების,   მეცნიერებისა და   ახალგაზრდობის   სამინისტროს   ტერიტორიული ორგანოს   – ქალაქ რუსთავის   საგანმანათლებლო   რესურსცენტრი

  გიორგი   ჭყონდიდელის   სახელობის ქალაქ   რუსთავის №6   საჯარო სკოლა

 ქართული/რუსული

დაწ-საბ.-საშ.

 ქართული/რუსული

".

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე