დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 თებერვლის №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 20/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.008.776 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.776
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №613
2006 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
,,აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 თებერვლის №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,აქციზის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 თებერვლის №77 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №17, მუხ. 165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ,,აქციზის დეკლარაციის შევსების წესის“ ინსტრუქციის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში არ არის განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციები, დეკლარაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით“.
ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ და ,,ვ“ ქვეპუქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ აქციზის დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველთვიურად, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (გამოყენება და/ან მიწოდება) არ განხორციელებულა, განაყოფის პირველ სტრიქონზე (უჯრაში) ჩაიწერება „X“. დანარჩენ სტრიქონებზე დაისმევა ტირე „–“;“.
,,ვ) მე-6 სტრიქონზე აისახება დასაბეგრ ოპერაციებზე ჩასათვლელი აქციზი (დანართი 3-ის სვ.14+სვ.16);“.
გ) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) მე-6-9 სვეტის სტრიქონებში მიეთითება დასაბეგრი ოპერაციების ბრუნვები შესაბამისად მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის მიხედვით, ამასთან მე-6 სვეტის სტრიქონებზე აისახება ყველა დასაბეგრი ოპერაცია, რომელიც არ არის ასახული დანართის სხვა სვეტებში;“.
დ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) მე-3-6 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება მონაცემები აქციზური საქონლის მწარმოებლისაგან შეძენილ საქონელზე წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საქონლის იმპორტზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციების შესახებ;“.
,,ზ) მე-11-16 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება გამოყენებული საწარმოო რესურსების რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა წარმოებული აქციზური საქონლის პროპორციულად, მაგრამ არა უმეტეს ასეთი აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა:
ზ.ა) მე-11-12 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება ყველა ოპერაციაზე, მათ შორის, საგადასახადო კოდექსის 265-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აქციზისაგან გათავისუფლებულ საქონელზე გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი აქციზი;
ზ.ბ) მე-13-14 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება ნედლეულის რაოდენობა და შესაბამისი აქციზის თანხა, რომელიც გამოყენებულ იქნა საანგარიშო თვეში ექსპორტირებულ საქონელზე, აგრეთვე საქონელზე, რომელიც ექვემდებარება ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ნორმების შესაბამისად, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. ექსპორტირებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს მომწოდებლისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ.გ) მე-15-16 სვეტის სტრიქონებზე მიეთითება დასაბეგრ ოპერაციებზე, რომელიც არ არის ასახული სხვა სვეტებში (რომელზეც გადაიხდება აქციზი, მათ შორის, აქციზური მარკებით ნიშანდებულზე) გამოყენებული ნედლეულის რაოდენობა (გარდა დამკვეთისაგან მიღებული ნედლეულისა) და აქციზის თანხა ამ ნედლეულზე, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“.
2. აქციზის ყოველთვიური დეკლარაციის:
1) III განაყოფის მე-6 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დასაბეგრ ოპერაციაზე ჩასათვლელი აქციზი (დანართი 3-ის სვეტების ჯამი (სვ. 14 +სვ.16)“.
3. დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები