დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.025059 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/01/2014, 460080000.10.003.017575) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ეგიდით გასამართ შეჯიბრებებთან მიმართებით: 1. პარალიმპიური თამაშების, დიდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის/ მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატის/ევროპის თასის გამარჯვებულებს, პრიზიორებს (ასევე პარალიმპიურ თამაშებში IV − VI ადგილებზე გასულებს), ნაკრები გუნდებისა და სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალს და აგრეთვე ა(ა)იპ − საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს (პარალიმპიური თამაშების თითოეულ ლიცენზირებულ მონაწილეზე) მიეცეთ ფულადი პრიზები, ამ პროგრამის მე-4 მუხლის პირველი − მე-3 და მე-8 − მე-13 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. უსინათლოთა წოლჭიმში, უსინათლოთა ძალოსნობასა (ორჭიდის ჯამში) და პარატაეკვონდოში (კატეგორია 41) დიდებს შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული შედეგებისათვის დაწესდეს შემდეგი ფულადი პრიზები (ლარში): ა) მსოფლიო ჩემპიონატი: I ადგილი – 17 000; II ადგილი – 8 500; III ადგილი – 5 100; ბ) ევროპის ჩემპიონატი: I ადგილი – 8 500; II ადგილი – 5 100; III ადგილი – 1 700; გ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ მათი ნაკრები გუნდის სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს: გ.ა) 15 000 ლარისა − მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისათვის; გ.ბ) 10 000 ლარისა − ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგებისათვის; დ) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს ამ პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით დაწესებული ოდენობებისა.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ნაკრები გუნდების მთავარ მწვრთნელებს მიეცეთ მათი ნაკრები გუნდის სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს: დ.ა) მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო პირველობაზე: დ.ა.ა) 15 000 ლარისა − ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის; დ.ა.ბ) 10 000 ლარისა − ახალგაზრდული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის; დ.ა.გ) 7 000 ლარისა − ჭაბუკთა ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის; დ.ბ) ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის პირველობაზე: დ.ბ.ა) 10 000 ლარისა − ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის; დ.ბ.ბ) 7 000 ლარისა − ახალგაზრდული ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის; დ.ბ.გ) 5 000 ლარისა − ჭაბუკთა ნაკრების მიერ მიღწეული შედეგებისათვის;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები: „დ1) იმ სპორტსმენთა პირად მწვრთნელებს, რომელთაც მიაღწიეს ამ პუნქტის „ა“ − „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შედეგებს, მიეცეთ ფულადი პრიზები მთავარი მწვრთნელისათვის ამავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით იმავე შედეგებისათვის დაწესებული საპრიზო თანხის 10 პროცენტის ოდენობით; დ2) თუკი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამავდროულად არის იმავე ნაკრების წევრი სპორტსმენის პირადი მწვრთნელი, ამ პუნქტით გათვალისწინებული შედეგებისთვის მას მიეცეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელისთვის დაწესებული ფულადი პრიზი;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალს მიეცეს სპორტსმენთა ჯამური საპრიზო თანხის 20 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს ამ პუნქტის „დ.ა“ და დ.ბ“ ქვეპუნქტებით დაწესებული ოდენობებისა;“; დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენმა ერთსა და იმავე შეჯიბრებაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებს მიაღწია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით ასპარეზობაში, ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი, სპორტსმენის პირადი მწვრთნელი და ნაკრები გუნდის საექიმო პერსონალი მიიღებს უფრო მაღალი შედეგისთვის დაწესებულ ფულად პრიზს, ხოლო ერთისა და იმავე შედეგის მიღწევის შემთხვევაში − ერთი შედეგისთვის დაწესებულ ფულად პრიზს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები