დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290040000.10.003.025060 |
|
„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 290040000.10.003.021951) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) ფუჭი შეტყობინება − დამზღვევის მიერ შეგნებულად, წინასწარ განზრახულად გაცხადებული ზარალი, რომელიც შეიცავს ყალბ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს მზღვევლისაგან ანაზღაურების მიღებას.“. 2. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ფუჭი შეტყობინების დადგენის შემთხვევაში შეამციროს დაზღვეული ნაკვეთის სადაზღვევო ლიმიტი 5%-ით, თითოეულ შემთხვევაში. ამასთან, კალენდარული წლის განმავლობაში ფუჭ შეტყობინებებზე შესაძლებელია, სადაზღვევო ლიმიტი შემცირდეს არაუმეტეს 10%-ით.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროგრამით გათვალისწინებული წესით დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში, უზრუნველყოს დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერება და დაზღვეული დაზიანებული მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტის შედგენა. ამასთან, ერთი დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) მზღვევლის მოცულობითი პორტფელის 51% და მეტი ნაკვეთების დაზიანების შემთხვევაში, შესაძლებელია, დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენის ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღემდე;“; გ) მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) განახორციელოს ზარალის შეფასების პროცესში სამხრე ვიდეოკამერის გამოყენება, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, სააგენტოსა და მზღვეველს შორის შეთანხმებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდება, რომ შეფასების პროცესში დაირღვა ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის წესი და ასეთი შემთხვევების რაოდენობა აღემატება დღის განმავლობაში შეფასებული ნაკვეთების 10%-ს, მზღვეველი დაჯარიმდება ყოველ ასეთ დარღვევაზე 1000 ლარით.“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №1
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები