„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017356
69
20/05/2025
ვებგვერდი, 21/05/2025
280120000.22.026.017356
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №69

2025 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებებში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და №7 დანართის მე-6 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

 6

ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, სსიპ-ის რექტორის მოადგილე, სკოლის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), ცენტრის მეთაური/უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის მეთაური, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაური, შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური,  სამინისტროს თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, სარდლობის შტაბის  უფროსი, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი, სსიპ-თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორის მოადგილე/თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრის უფროსი, ბაზის უფროსი (პოლკოვნიკი), სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე (პოლკოვნიკი), სსიპ – თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოადგილე (პოლკოვნიკი)

625

  ’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 21 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი