“სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შექმნის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ"

  • Word
“სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შექმნის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 623
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 15/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.775
  • Word
623
15/06/2006
სსმ, 81, 15/06/2006
200.010.000.22.033.008.775
“სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შექმნის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.775

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №623

2006 წლის 15 ივნისი

ქ. თბილისი

,,სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის,  რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №896 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის მე-10 ნაწილის აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 დეკემბრის №896 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №156, მუხ. 1457) დამტკიცებულ სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციის, დამაგრებისა და დაზიანებული ნიშნების შეცვლისა და უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნების მიღება თამაშების მომწყობ პირთა მიერ უნდა მოხდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის (თვის) დაწყებამდე, წინა თვის განმავლობაში. თუ თამაშის მომწყობი (ორგანიზატორი) პირი საქმიანობას იწყებს საანგარიშო პერიოდის (თვის) განმავლობაში ან თვის განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ გადასახადის გადახდის ნიშნები გაიცემა მიმდინარე საანგარიშო თვეზე. ამასთან, გადასახადი საანგარიშო პერიოდზე გადახდილ უნდა იქნეს სრულად.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი