დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 164 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.025055 |
|
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, 010220020.10.003.018474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის − „საქართველო 2030-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობის/კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი. 5. საქართველოს კულტურის მინისტრი. 6. საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 7. საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 8. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი. 9. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი. 10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 11. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. 12. საქართველოს სპორტის მინისტრი. 13. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 14. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 15. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 16. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე. 17. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 18. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 19. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 20. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი. 21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი. 22. სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები