„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025054
163
19/05/2025
ვებგვერდი, 20/05/2025
300160070.10.003.025054
„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №163

2025 წლის 19 მაისი 

 ქ. თბილისი

 

„თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოს №335 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2023, 300160070.10.003.024168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თბური ტუმბოების, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობების მომსახურების გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება:

ა) მობილურ სამაცივრო/ჰაერის კონდიცირების მოწყობილობებზე;

ბ) 3 კგ-ზე ნაკლებ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარულ მოწყობილობებზე.“.

2. მე-2 მუხლს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“, „ნ2“ და „ნ3“ ქვეპუნქტები:

„ნ1) მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობა − სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების ან თბური ტუმბოს მოწყობილობა, რომლის სამაცივრო სისტემის თუნდაც ერთი ელემენტი ან/და კვების წყარო მყარად არის დამაგრებული ექსპლუატაციის ადგილზე და არ შეუძლია, უზრუნველყოს კონკრეტული გარემოს ან საგნის  ტემპერატურის  შენარჩუნება ან ცვლილება მოძრავ მდგომარეობაში;

2) სტაციონარული მოწყობილობის მომსახურება − მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული მოწყობილობისთვის გაწეული მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია სამაცივრო სისტემიდან მაცივარაგენტის ჟონვის, ამოღების და/ან დამატების ფაქტთან, ასევე ჟონვის მონიტორინგთან (გეგმური შემოწმება);

3) მაცივარაგენტზე მომუშავე მობილური (არასტაციონარული) მოწყობილობა  სამაცივრო ან ჰაერის კონდიცირების სისტემა, რომლის ყველა ელემენტი დამონტაჟებულია მობილურ ძარაზე და მიერთებულია მობილურ ძარაზე დამაგრებულ კვების წყაროსთან, რაც უზრუნველყოფს მის მუშაობას მოძრავ მდგომარეობაში.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. აკრძალულია მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში არარეგისტრირებული მოწყობილობის მომსახურება.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და 61 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სერტიფიცირებულ პირს.“.

4. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოწყობილობის მფლობელი, მიუხედავად იმისა, ფუნქციონირებს თუ არა მოწყობილობა, ვალდებულია:

ა) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 3 კგ-დან 30 კგ-მდე მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, კალენდარული წლის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ. ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;

ბ) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 30 კგ-დან 300 კგ-მდე მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ, კერძოდ − 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით და 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ხოლო ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

გ) მოწყობილობები, რომლებიც შეიცავენ 300 კგ და მეტ მაცივარაგენტს, გეგმურად შეამოწმოს ჟონვაზე, ყოველკვარტალურად, კერძოდ − არაუგვიანეს კალენდარული წლის ყოველი კვარტალის ბოლო რიცხვისა, ხოლო ჟონვაზე გეგმურ შემოწმებებს შორის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობის მონტაჟის დასრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებამდე დარჩენილია 90 კალენდარულ დღეზე ნაკლები, მაშინ ჟონვაზე გეგმური შემოწმების ვალდებულება ავტომატურად გადადის შემდეგ საანგარიშო პერიოდზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოწყობილობის მონტაჟის ან/და მაცივარაგენტების მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს ნებადართულია შესაბამისი ოდენობის მაცივარაგენტის დამატება.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სერტიფიცირებული პირის (დამმონტაჟებლის) მიერ მოწყობილობისთვის მინიჭებული ნომერი;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის ტიპები მოცემულია დანართ №2-ში.“.

6. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

მაცივარაგენტის დასაშვები წლიური დანაკარგი მოწყობილობის ტიპის მიხედვით​

 

მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის ტიპი

წლიური დანაკარგი, %

სამაცივრო სისტემა

≤ 20%

ჰაერის კონდიციონერი

≤ 15%

ჩილერი

≤ 15%

თბური ტუმბო

    ≤ 10%“.

 

7. დანართი №3 ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე