ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ

ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 01/10/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
სარეგისტრაციო კოდი 000000000.25(0).020.000095
526
01/10/1990
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 10, 31/10/1990
000000000.25(0).020.000095
ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №526

1990 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

დამტკიცდეს ბოლნისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 29 დეკემბრის №468 გადაწყვეტილება და გამოეყოს მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან 10,0 ჰექტარი (ბაღი - 7,6 ჰექტარი, საძოვარი - 1,04 ჰექტარი, ბუჩქნარი - 1,36 ჰექტარი) რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციურ სისტემებს“ ადმინისტრაციული შენობისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი კოტეჯების ასაგებად.

დაევალოს რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიტურ სისტემებს“;

ა) აუნაზღაუროს:

- საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 8,64 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული მიწათმოწყობის მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება;

- ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციას მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი, არსებული წესის შესაბამისად.

ბ) შეინარჩუნოს გამოყოფილ ფართობზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;

გ) მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს;

დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.

 

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე       ო. ქვილითაია

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი                    ზ. მახარაძე