„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016415
11
13/05/2025
ვებგვერდი, 19/05/2025
040030000.32.057.016415
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №11

2025 წლის 13 მაისი

ქ. ბათუმი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 1 მაისის №18 დადგენილებაში (სსმ, 11/05/2012, 040030000.32.057.016087) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ლაბორატორიის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ლაბორატორიის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.          

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი