„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016413
9
13/05/2025
ვებგვერდი, 19/05/2025
040030000.32.057.016413
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №9

2025 წლის 13 მაისი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის №55 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №165, 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016012) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სატყეო სააგენტოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

) დებულების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

) დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამმართველოს უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინი­ციატი­ვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.        

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესულხან თამაზაშვილი