„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025წლის 29 აპრილის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.151.016402
8
16/05/2025
ვებგვერდი, 19/05/2025
010250020.35.151.016402
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025წლის 29 აპრილის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 
   ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2025 წლის 16 მაისი

დაბა სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 აპრილის №6 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 30.04.2025,  010250020.35.151.016400) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 12 (თორმეტი) წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, საბჭოს მდივნისა და სხვა წევრებისგან“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მ/შელგუჯა ღუდუშაური