დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.151.016403 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 აპრილის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.04.2022, 010250040.35.151.016337) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა და დამტკიცება;“. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. 2. ყაზბეგის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნის წესი, უფლებამოსილება და ფუნქციები განისაზღვრება ყაზბეგის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით,რომელიც მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები