დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 9 ნოემბრის №2190 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 575 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 81, 15/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.020.22.027.008.767 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.027.008.767
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №575
2006 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №2190 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,სასჯელაღსრულების დაწესებულების კომიიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 29 ნოემბრის №2190 ბრძანების (სსმ III, 2005 წ., №140, მუხ. 1539)
ა) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების, სამართალდამცავი ორგანოს და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციის თანამშრომლები. ამასთანავე ერთი და იგივე პირი არ შეიძლება ერთდროულად იყოს ორი ან მეტი კომისიის წევრი“.
ბ) პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,10. კომისიის წევრს უფლება აქვს შეხვდეს თავისუფლებააღკვეთილ პირებს ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ლახავს თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლებებს“.
გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ჩაატაროს სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგი ნებისმიერ დღეს და დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში, წინასწარი გაფრთხილებისა და ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენისა და დაფიქსირების მიზნით“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები