ყოფილი კომკავშირული ქალაქის „ბორის ძნელაძის“ გამგებლობაში არსებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომისათვის გადაცემის შესახებ

ყოფილი კომკავშირული ქალაქის „ბორის ძნელაძის“ გამგებლობაში არსებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომისათვის გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი 24/09/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
სარეგისტრაციო კოდი 000000250.02(0).000.000000
514
24/09/1990
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, 9, 28/09/1990
000000250.02(0).000.000000
ყოფილი კომკავშირული ქალაქის „ბორის ძნელაძის“ გამგებლობაში არსებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომისათვის გადაცემის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს

დადგენილება №514

1990 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

ყოფილი კომკავშირული ქალაქის „ბორის ძნელაძის“ გამგებლობაში არსებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომისათვის გადაცემის შესახებ

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 19 სექტემბრის № 4 დადგენილება და ამის შესაბამისად გადაეცეს გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომს ყოფილი კომკავშირული ქალაქის „ბორის ძნელაძის“ ტერიტორია (191 ჰექტარი ფართობი) იქ განლაგებული შენობა-ნაგებობებითურთ, არსებული წესის შესაბამისად.

2. გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომმა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროსთან და თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან ერთად დაამუშაოს ყოფილი კომკავშირული ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობათა გამოყენების მრავალწლიანი პროგრამა.

3. საქართველოს სსრ იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის მთავარ სამმართველოსთან, თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომთან, საქართველოს ახალგაზრდობის კავშირთან, გარდაბნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთი თვის ვადაში დაარეგულიროს ქონებრივი კუთვნილების საკითხი და წარმოადგინოს იმ გასაუქმებელ დადგენილებათა ნუსხა, რომლებიც ეხება კომკავშირული ქალაქის „ბორის ძნელაძის“ შექმნასა და მისთვის მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობათა გადაცემას.

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჭითანავა

საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე