“პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"

  • Word
“პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 14/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 120.260.000.22.034.008.765
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
770
13/06/2006
სსმ, 80, 14/06/2006
120.260.000.22.034.008.765
“პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/06/2006 - 31/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.000.22.034.008.765

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №770

2006 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

,,პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის საფუძველზე განსაზღვრავს წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და პირობებს.

2. წვევამდელის მიერ პოლიციაში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურის და საკონტრაქტო სამსახურის სახით.

3. წვევამდელი, რომელიც გადის სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურს, ჩარიცხულია სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში და მასზე ვრცელდება საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება, ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №111 ბრძანებულება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.

4. წვევამდელი, რომელიც სამინისტროში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, მასზე ვრცელდება ეს დებულება, ,,საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები.

5. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად პოლიციაში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ კონტრაქტორზე), პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი.

6. სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადა ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხი კონტინგენტის რაოდენობა გათვალისწინებული იქნება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებულ ,,საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში.

8. საქართველოს სამხედრო ძალებში წვევამდელთა გაწვევის პერიოდში სამინისტროში ტარდება გასაუბრება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ კანდიდატებთან. გასაუბრების გავლისას მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები.

9. გასაუბრების შედეგებით შერჩეული კანდიდატი ავსებს საკადრო აღრიცხვის ანკეტას.

10. კანდიტატი საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან, გონივრულ ვადაში, სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოს, როგორც წესი, წარუდგენს პირადობის მოწმობის, თავის და ახლო ნათესავების (მეუღლე, შვილი, მამა, დედა, და, ძმა და აღმრზდელი) დაბადებისა და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში ცნობის, დიპლომის ან ატესტატის ასლებს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, თავის ფოტოსურათებს 3X4 სამ ეგზემპლარს, ცნობას სასწავლებლიდან, აგრეთვე სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტს. საბუთის ასლს, მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით, თან უნდა ერთვოდეს დედანი.

11. წვევამდელს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხოს სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში, წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ ეძლევა მიმართვა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში სამხედრო-საექიმო კომისიის გასავლელად.

12. კომისიის გავლის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოს კონფიდენციალური წესით უგზავნის თითოეულ წვევამდელზე სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნას.

13. წვევამდელები ვალდებულნი არიან სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოს დადგენილი წესით ჩააბარონ ფიზიკური მომზადების ნორმატივები.

14. სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველო დადგენილი წესით ახდენს კანდიდატების შემოწმებას ნასამართლეობაზე.

15. შერჩეული კანდიდატები სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამინისტროში ჩაირიცხებიან მინისტრის ბრძანებით და მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება სამინისტროში ჩარიცხვის დღიდან.

16. სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველო შერჩეული კანდიდატების სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს.

17. წვევამდელი სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩარიცხვის შემდეგ გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით.

18. წვევამდელმა სამხედრო ფიცის დადებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური).

19. დასაშვებია სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში ჩარიცხული წვევამდელების გადაადგილება აღნიშნული ქვედანაყოფების ფარგლებში, ასევე საკონტრაქტო სამსახურის წვევამდელთა გადაყვანა შესაბამისი ქვედანაყოფების ფარგლებში.

თავი II

საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი

20. სამინისტროში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად ჩარიცხულ წვევამდელებს, საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით უფორმდებათ კონტრაქტი თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი №1).

21. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლების მქონე პირი, რომელიც პირადი სურვილით იხდის სამხედრო ვალდებულებას საკონტრაქტო სამსახურში, კარგავს კანონით მინიჭებული შეღავათის უფლებას, თუ მას სამსახურის გავლის პერიოდში არ წარმოექმნება შეღავათის მინიჭების ახალი გარემოება. საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს უარი თქვას შეღავათის მინიჭების ახალი გარემოებით სარგებლობაზეც.

22. საკონტრაქტო მოსამსახურეს დაცვის ობიექტზე განაწესში განაწილებისას უშუალო ხელმძღვანელის მიერ უტარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი.

23. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი 5-დღიანი შვებულება. გარდა ამისა, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე ეძლევა მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ა) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, ძმა, და, ბებია, პაპა) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო;

ბ) სტიქიური ხასითის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა საკონტრაქტო მოსამსახურის ოჯახი.

24. შვებულება ფორმდება დადგენილი წესით შესაბამისი საკადრო დანაყოფის მიერ.

25. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლოსი) შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის სამუშაო ადგილზე, თუ ეს შეუძლებელია, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს.

26. საკონტრაქტო სამსახურის გავლისას, მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში:

ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებზე;

ბ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;

გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად;

დ) სპორტულ და კულტურულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

27. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის პატაკის საფუძველზე. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია.

28. ავადმყოფობის გამო შრომისუუნარობის ფურცლის გახსნა ხდება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამედიცინო ჩვენებით და თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი მიმართვის საფუძველზე.

29. თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელისათვის). კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

                                                                                                                 დანართი №1

                                                                             

 

ხელშეკრულება №

 

საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ

 

ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სახით და, მეორე მხრივ ------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

(შემდგომში – მოსამსახურე) საქართველოს კანონების ,,პოლიციის შესახებ” და ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით:

 

I. ხელშეკრულების საგანი

 

1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება.

 

II. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები

 

2.1. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება ჩარიცხვის ბრძანებაზე მინისტრის ხელმოწერის დღიდან.

 

III. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

 

3.1. სამინისტროს ----------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------- ვალდებულია:

 

ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით დადგენილი ოდენობით;

ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები;

გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე;

დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურების აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით.

3.2. მოსამსახურე ვალდებულია:

ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი;

ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი;

გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

IV. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები

 

4.1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია:

 

– ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა.

– ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა.

 

4.2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

 

– კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;

– სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;

– ფიცის გატეხა, მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა;

– დანაშაულის ჩადენაზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.

 

V. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები

 

5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

5.2. კონტრაქტორის მიერ თავისი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელისათვის). კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

VI. დამატებითი პირობები

 

6.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის.

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა                                      კონტრაქტორი

სამინისტროს -----------------------

–––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––                                                           –––––––––––––––––––––

 

,,–––” ,,––––––––––” 200 წ.                                                        ,,––” ,,––––––––––––– 200 წ.

 

 ბ.ა