დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025046 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2024, 300160070.10.003.024718) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესში“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“. 2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი II. ეტიკეტი
1. ეტიკეტი
ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: I. QR კოდი (თუ პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტების მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში); II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი; III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი; IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა; V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად; VI. ეკოპროგრამის ენერგომოხმარება (EPEC) ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე; VII. სტანდარტული ნაკრების გათვლილი ტევადობა ეკოპროგრამისთვის; VIII. ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) თითოეულ ციკლზე ლიტრებში, დამრგვალებული მეათედამდე; IX. ეკოპროგრამის ხანგრძლივობა სთ/წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე; X. აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში(A) 1 პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად; XI. რეგლამენტის ნომერი ‘323’. 2. ეტიკეტის დიზაინი ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:
სადაც: ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული; ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი; გ) ფონტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010; დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინში; ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მაგენტა (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მაგენტა, 100 % ყვითელი, 0% შავი; ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს): – ვარსკვლავები: 0,0,100,0; ❶ ენერგიის შესახებ ლოგოს ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0; ❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი; ❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, მუქი შრიფტი, 9 pt; ❹ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt; ❺ A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად: – ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ-ის დაშორებით; – A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი: – A-კლასი: 100,0,100,0; – B-კლასი: 70,0,100,0; – C-კლასი: 30,0,100,0; – D-კლასი: 0,0,100,0; – E-კლასი: 0,30,100,0; – F-კლასი: 0,70,100,0; – G-კლასი: 0,100,100,0; ❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს მოცულობა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი; ❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი; ❽ 100 ციკლზე ეკოპროგრამის ენერგომოხმარების მაჩვენებელი უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 28 pt; კვტ.სთ უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 18 pt; პიქტოგრამაზე გამოსახული რიცხვი 100, რომელიც 100 ციკლს აღნიშნავს, უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 14 pt; მაჩვენებელი და ერთეული უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი; ❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით: – პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი; – ტექსტები პიქტოგრამების ქვეშ უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ერთეულები – Verdana, 12 pt, ისინი უნდა იყოს ცენტრში პიქტოგრამების ქვემოთ; – აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 12 pt, ერთეული ‘დბ’ BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშვნელი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt; ❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt. |
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები