„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025046
154
14/05/2025
ვებგვერდი, 16/05/2025
300160070.10.003.025046
„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2025 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

 

„ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „ტექნიკური რეგლამენტის – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ოქტომბრის №323 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/10/2024, 300160070.10.003.024718) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტში – საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესში“:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის მოდელის ეტიკეტის ფორმა, რომელიც მოიცავს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებულ ფორმატსა და ინფორმაციას, ხელმისაწვდომია დილერებისთვის სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

2. დანართი II ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე




დანართი II. ეტიკეტი

1. ეტიკეტი

ა) ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

I. QR კოდი (თუ პროდუქტის მოდელი ხელმისაწვდომია პროდუქტების მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში);

II. მიმწოდებლის სახელი და სასაქონლო ნიშანი;

III. მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი;

IV. ენერგოეფექტურობის კლასების A-G სკალა;

V. ენერგოეფექტურობის კლასი განსაზღვრული I დანართის პირველი პუნქტის შესაბამისად;

VI. ეკოპროგრამის  ენერგომოხმარება (EPEC) ყოველ 100 ციკლზე კვტ.სთ-ში, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე;

VII. სტანდარტული ნაკრების გათვლილი ტევადობა ეკოპროგრამისთვის;

VIII. ეკოპროგრამის წყლის მოხმარება (EPWC) თითოეულ ციკლზე ლიტრებში, დამრგვალებული მეათედამდე; 

IX. ეკოპროგრამის ხანგრძლივობა სთ/წთ-ში, დამრგვალებული უახლოეს წუთამდე;

X. აკუსტიკური ხმაურის ემისიები გამოხატული დეციბელში(A) 1  პიკოვატთან მიმართებით, დამრგვალებული უახლოეს მთელ რიცხვამდე, და აკუსტიკური ხმაურის ემისიის კლასი, განსაზღვრული I დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

XI. რეგლამენტის ნომერი ‘323’.

2. ეტიკეტის დიზაინი

ეტიკეტის დიზაინი უნდა იყოს ისეთი, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე:

 

სადაც:

ა) ეტიკეტი უნდა იყოს არანაკლებ 96 მმ-ის სიგანის და 192 მმ სიმაღლის. იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი დაბეჭდილია უფრო დიდ ფორმატში, მისი შინაარსი უნდა დარჩეს ზემოთ მოცემული მახასიათებლების პროპორციული;

ბ) ეტიკეტის ფონი უნდა იყოს 100% თეთრი;

გ) ფონტი უნდა იყოს Verdana, Calibri, BPG Square 38 Caps და BPG Mrgvlovani Caps 2010;

დ) ეტიკეტის შემადგენელი ელემენტების პარამეტრები და მახასიათებლები უნდა იყოს იგივე, რაც მითითებულია საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანების ეტიკეტის დიზაინში;

ე) ფერები უნდა იყოს CMYK - ფირუზისფერი (Cyan), მაგენტა (Magenta), ყვითელი (Yellow) და შავი (Black), მოცემული მაგალითის მიხედვით: 0,70,100,0: 0 % ფირუზისფერი, 70 % მაგენტა, 100 % ყვითელი, 0% შავი;

ვ) ეტიკეტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს (რიცხვები მიემართება ზემოთ მოცემულ ფოტოს):

– ვარსკვლავები: 0,0,100,0;

❶ ენერგიის შესახებ ლოგოს ფერი უნდა იყოს: 100,80,0,0;

❷ QR კოდი უნდა იყოს 100% შავი;

❸ მიმწოდებლის სახელი უნდა იყოს 100% შავი, Verdana, მუქი შრიფტი,  9 pt;

❹ მოდელის იდენტიფიკატორი უნდა იყოს 100% შავი, BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt;

❺ A-G სკალა უნდა მიეთითოს შემდეგნაირად:

– ენერგოეფექტურობის სკალის ასოები უნდა იყოს 100% თეთრი, Calibri, მუქი შრიფტი, 19 pt; ასოები უნდა განთავსდეს ისრების მარცხენა მხრიდან 4.5 მმ-ის დაშორებით;

– A-G სკალის ისრების ფერები უნდა იყოს შემდეგი:

– A-კლასი: 100,0,100,0;

– B-კლასი: 70,0,100,0;

– C-კლასი: 30,0,100,0;

– D-კლასი: 0,0,100,0;

– E-კლასი: 0,30,100,0;

– F-კლასი: 0,70,100,0;

– G-კლასი: 0,100,100,0;

❻ შიდა გამყოფებს უნდა ჰქონდეს მოცულობა 0,5 pt და ფერი უნდა იყოს 100% შავი;

❼ ენერგოეფექტურობის კლასის ასო უნდა იყოს 100 % თეთრი და Calibri, მუქი შრიფტი, 33 pt. ენერგოეფექტურობის კლასის ისარი და A-G სკალის შესაბამისი ისარი განლაგებული უნდა იყოს იმგვარად, რომ მათი წვერები ერთმანეთს გაუსწორდეს. ენერგოეფექტურობის კლასის ისარზე მითითებული ასო უნდა განთავსდეს ისრის მართკუთხა ნაწილის ცენტრში და უნდა იყოს 100% შავი;

❽ 100 ციკლზე ეკოპროგრამის  ენერგომოხმარების მაჩვენებელი უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 28 pt; კვტ.სთ უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 18 pt; პიქტოგრამაზე გამოსახული რიცხვი 100, რომელიც 100 ციკლს აღნიშნავს, უნდა იყოს BPG Mrgvlovani Caps 2010, 14 pt; მაჩვენებელი და ერთეული უნდა იყოს ცენტრში და 100% შავი;

❾ პიქტოგრამები უნდა იყოს იმგვარად, როგორც ეტიკეტის დიზაინებზეა და შემდეგი წესების დაცვით:

– პიქტოგრამების ხაზები უნდა იყოს 1,2 pt; ისინი და ტექსტები (რიცხვები და ერთეულები) უნდა იყოს 100% შავი;

– ტექსტები პიქტოგრამების ქვეშ უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ერთეულები – Verdana, 12 pt, ისინი უნდა იყოს ცენტრში პიქტოგრამების ქვემოთ;

აკუსტიკური ხმაურის ემისიის პიქტოგრამა: დეციბელების რაოდენობა უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 12 pt, ერთეული ‘დბ’ BPG Mrgvlovani Caps 2010, 9 pt; ხმაურის კლასების დიაპაზონი (A-D) უნდა მიეთითოს პიქტოგრამის ქვემოთ ცენტრში, ხმაურის კლასის აღმნიშვნელი შესაბამისი ასო უნდა იყოს Verdana, მუქი შრიფტი, 16 pt, ხოლო ხმაურის კლასების სხვა ასოები - Verdana, 10 pt;

 ❿ რეგლამენტის ნომერი უნდა იყოს 100 % შავი და Verdana, 6 pt.